„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის- სად არის სამართლიანობა?

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ბერლინში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოსთან ავლებს პარალელს.

თოფურია წერს, რომ როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის.

“მაშინ, როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკასა და სპრეის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს. ამავე დროს, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის. სად არის აქ თანმიმდევრულობა და სამართლიანობა?”- წერს ვახტანგ თოფურია.

ინფორმაციისთვის, ბერლინის პოლიციის ცნობით, ფრიდრიხშაინში გამართული შეკრების შემდეგ 25 ადამიანი დააკავეს და სხვა ნივთებთან ერთად პიროტექნიკა ამოიღეს.

https://x.com/vatopuria/status/2000206409061859342?s=46&t=2n6450-rN_L9bkkExyI1Iw

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...