ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეს დილიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად სტიქიის სხვადასხვა ზონებში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

„ამასთანავე, მერიაში შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

შეგახსენებთ, რომ წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ნიუ იორკ თაიმსი”: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროპას რუსული...

„ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, აშშ რუსეთს კიდევ ერთ „გადარჩენის გზას“ სთავაზობს: ევროპისთვის მეტი გაზის მიყიდვის ნებართვას. ტრამპის ადმინისტრაცია ამ იდეას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად...