საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
„ისინი, ვინც არბევდნენ და თავს ესხმოდნენ პრეფექტურებს, სავაჭრო ობიექტებსა და ჩვენს მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან.
სამართალდამცველებს, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გარანტები არიან, მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ.
ჩვენ ერთიანად დავუპირისპირდებით ქაოსის დამთესველებს, რომელთა ერთადერთი მიზანიც ჩვენი ინსტიტუციების ნგრევაა და ხელს უშლიან მათ, ვინც თავის მოთხოვნებს მშვიდობიანად გამოხატავს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.









