ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან

ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ როგორც კომიტეტის, ისე პლენარულ სხდომაზე და კენჭს უყრიან, რის შემდეგაც განათლების რეფორმა ოფიციალურად კანონის სახეს მიიღებს.

მანამდე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები კომიტეტის წევრებს მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები გააცნო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. დოკუმენტის მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, მომდევნო წლებში 5.2-5.3...