ზაალ ანჯაფარიძე: ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც “ფერადი რევოლუციების” სამიზნეებად არის შერჩეული

ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სხვადასხვა ფორმით, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, ზემოთ ხსენებული ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც “ფერადი რევოლუციების” სამიზნეებად არის შერჩეული.

„ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას სხვადასხვა ფორმით.
ჯერ იყო და ე.წ. ოპოზიციონერ ქალ დეპუტატთა ვოიაჟი დააფინანსეს საქართველოს ქალაქებში, ვითომდა ევროინტეგრაციაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. არადა, როგორც შევიტყვე, მათ შორის შეხვედრების მონაწილეებისგან, ძირითადი დრო ხელისუფლების ლანძღვას და დამსწრეებში ანტი-სახელისუფლებო განწყობების გაღვივებას დაეთმო.

ახლახანს, მსგავსი თავყრილობა, ისევ NDI-ს დაფინანსებით, ჩატარდა წნორში, რომელიც ფაქტიურად “ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად გადაიქცა. არადა, ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია ჯერ არ გახსნილა. გგონიათ საქართველო გამონაკლისია? არა! იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც “ფერადი რევოლუციების” სამიზნეებად არის შერჩეული“, – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ ხდება, ორმაგი სტანდარტიც...

„მაკრონი, საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობენ, რომ თურმე, საფრანგეთში ძალადობა მიუღებელია; მერცი ამბობს, რომ გერმანიაში ძალადობა მიუღებელია. უკაცრავად, საქართველოში რატომ არის მისაღები ძალადობა?!“ -...