უკრაინამ როსტოვის ოლქის ნავთობბაზა დაბომბა

უკრაინამ დრონებით რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზა დამბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაბომბვის შემდეგ ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა. თავის მხრივ, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ რეგიონი უკრაინული დრონების მასირებული შეტევის სამიზნე გახდა.

მისი თქმით, როსტოვის ოლქის ჩრდილო-დასავლეთში უკვე განადგურებულია 30 უპილოტო საფრენი აპარატი. როგორც როსტოვის ოლქის გუბერნატორი იტყობინება, კამენსკის რაიონში სამრეწველო ობიექტი იწვის. ხანძრის ქრობაში 109 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. სლიუსარი არ აკონკრეტებს, თუ რას გაუჩნდა ცეცხლი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...