ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ისრაელის 8 ტურისტული კომპანია ეცნობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2Bფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისრაელელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.

ინფოტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები წინანდალსა და ყვარელს ესტუმრებიან, დაათვალიერებენ საოჯახო მარნებს, სასტუმროებს. სტუმრებისთვის   ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართება. ტურის მონაწილეები მცხეთას, მუხრანსადა ბათუმს მოინახულებენ. აჭარაში დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ ტუროპერატორებთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე...

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო...