ირაკლი კირცხალია – ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს “ქართულ ოცნებას“ მისცა  ხმა 

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კირცხალიას თქმით, როდესაც ლეგიტიმაციას და 78-ე მუხლზეა საუბარი, აღსანიშნავია, რომ ევროპა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დგას.

“ჩვენ გვინდა ის ფასეულობები და ის ღირებულებები, რაზეც ევროპა იდგა. რაზეც დღეს დგას ევროპა და დღევანდელი ბიუროკრატია, ამას პასუხს თვითონ ევროპაში ვხედავთ, რა პასუხს აძლევს თავიანთივე საზოგადოება. ჩვენ გვინდა ის ევროპა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა“, – განაცხადა კირცხალიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: მე გამოვდივარ ე.წ ბარიგების დამცველად და ვიძახი, რომ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს - ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა "სიტყვის ფასში", რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. “მე არ მჯერა,...