მარჩინ როსოლოვსკი: პოლონეთის მთავრობამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე ესაუბროს. გასაოცარია, რომ ისინი თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს შიდა პროცესები შეაფასონ მაშინ, როცა თავად პოლონეთში უკანონო და რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ

პოლონელი ექსპერტი მარჩინ როსოლოვსკი „ქრონიკასთან“ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის აცხადებს, რომ პოლონეთის მთავრობა ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავს და არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს შიდა პროცესები დემოკრატიული სტანდარტების ჭრილში შეაფასოს.

ექსპერტი პოლონეთის მთავრობას საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის ძალისმიერი გზით დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა, პოლიციის შესაძლო მობილიზაცია კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფრთხეს ქმნის. როსოლოვსკიმ „ქრონიკას“ ასევე უჩვენა დირექტივა, რომლითაც პოლიცია მოქმედებს.

„მთავრობამ ისარგებლა იმით, რომ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ და პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ძალისმიერი გზით გადაყენება გადაწყვიტა. მიზეზი ისაა, რომ ახლად არჩეული მოსამართლეებისგან განსხვავებით, ისინი მოქმედ მთავრობას არ ექვემდებარებიან. პრემიერ-მინისტრმა არ გაითვალისწინა, რომ ამას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვებოდა, რომლებშიც პოლიტიკოსებიც ჩაერთვებოდნენ. აფრიკიდან პოლონეთში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ღამით საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა. პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მთავრობის ქმედებები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა. მთავრობა ასევე გააკრიტიკეს იმ ექსპერტებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებული ქმედებების გამო წინა მემარჯვენე მთავრობას აკრიტიკებდნენ.

მედიაში გავრცელდა პოლიციისთვის გაცემული კონფიდენციალური დირექტივა მომავალი კვირისთვის სრული მობილიზაციის შესახებ. ასევე, ცნობილი გახდა ავტომატური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნისთვის ემზადება, რაც შესაძლოა, მრავალი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდეს. პარადოქსულია, რომ მთავრობა, რომელიც თავად აყენებს ეჭვქვეშ კანონის უზენაესობას, მიმართავს ავტორიტარულ მეთოდებს, რათა შეინარჩუნოს კონტროლი საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და ეროვნულ ბანკზე მაშინაც კი, თუ არჩევნებში დამარცხდება.

პოლონეთის მთავრობამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე ესაუბროს. გასაოცარია, რომ ისინი თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს შიდა პროცესები შეაფასონ მაშინ, როცა თავად პოლონეთში უკანონო და რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ”, – განაცხადა მარჩინ როსოლოვსკიმ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი პოლინეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ...

„დონალდ ტუსკის მთავრობა, ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა,“ - წერს სოციალურ...