ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა: სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა.

ანანიძე წერს, რომ პოლიტიკური პარტიის არსი სწორედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მისი რეალიზებაა.

“პოლიტიკური პარტიის არსი ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მისი რეალიზებაა. შესაბამისად, ვიქტორ ყიფიანის ეს შეფასება, სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა.”- წერს ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თბილისში საერთაშორისო ღონისძიება „თბილისის ფინანსური სამიტი“ მიმდინარეობს

თბილისში საერთაშორისო ღონისძიება, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ მიმდინარეობს, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს...