თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპის არჩევანი მშვიდობაა, თუმცა ის მზად არის ირანს ჯოჯოხეთი მოუწყოს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ირანთან მიმდინარე ომისა და მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „მშვიდობა სურს“, თუმცა, თუ ირანი არ აღიარებს სამხედრო დამარცხებას, აშშ-ის პასუხი იქნება უპრეცედენტო სიმკაცრის.

„პრეზიდენტის არჩევანი ყოველთვის მშვიდობაა. მეტი სიკვდილი და ნგრევა საჭირო აღარ არის. მაგრამ, თუ ირანი ვერ შეძლებს არსებული რეალობის მიღებას, თუ ისინი ვერ გააცნობიერებენ, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდნენ და კვლავაც დამარცხდებიან, პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს მათზე იმაზე ძლიერ დარტყმას, რაც კი ოდესმე მიუღიათ“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

ლევიტი აცხადებს, რომ ტრამპი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ბლეფობს და ის მზად არის „ჯოჯოხეთი მოუწყოს“ მათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პრემიერი: ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული...

საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში, საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი...