შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.როგორც პაპუაშვილი წერს, ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს.

„არ ვიცი, ეს რა ჯგუფია, ვინც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიის სრულად მხილებულ სიყალბეს ავრცელებს, თუმცა უთითებენ, რომ ნიდერლანდების მთავრობაა მათ შორის, ვინც მათ ფულს უხდის.

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის მიერ სიყალბის გავრცელებაზე პასუხისმგებელია მისთვის ფულის გადამხდელიც.

ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. დოკუმენტის მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის შეადგენს 5.0 პროცენტს, მომდევნო წლებში 5.2-5.3...