საქართველოს რკინიგზა: საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში

რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, – განუცხადეს „იმედინიუსს“ საქართველოს რკინიგზაში.

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

გუშინ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების...