Reuters – ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს

ისრაელის საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში ერთი ადამიანი ტყვედ აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საზღვაო ძალებმა ოპერაცია ჩრდილოეთ ლიბანში, სანაპირო ქალაქ ბატრუნში ჩაატარეს.

ლიბანის ტრანსპორტის მინისტრმა, ალი ჰამიემ ისრაელის საზღვაო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ სამხედროების მიერ შეპყრობილი იმად ამჰაზი სამოქალაქო გემების კაპიტანია.

ისრაელის მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...