ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით დღეს, 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას – შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე საგზაო მონაკვეთს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად,...

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. 2022 წლის შემდეგ უკრაინაში ჯამში აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია,...