პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს – გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი, სხვა რეალობის შესაცნობად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის.

პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს, მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის, ასევე, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.

„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების...