ნინო ფოჩხუა რადიკალებზე: მათ უკან დასახევი არ აქვთ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებამ კანონი არ მიიღოს.

ექსპერტის განცხადებით, არასამთავრობოებს უკან დასახევი არ აქვთ, რადგან უფულოდ რჩებიან, თუმცა, ხალხი სწორ დასკვნებს აკეთებს და მათ არაფერი გამოუვათ.

“ნამდვილად ასე იქნება, მათ უკან დასახევი არ აქვთ.

წარმოიდგინეთ, უფულოდ რჩებიან, მერე როგორ იყიდიან მე-20 სახლს, 105 ფეხსაცმელს და ა.შ.

რა, არ გვაძლევენ იმის საშუალებას ასე ვიფიქროთ?

გაიხსენეთ გვარამია-სააკაშვილის ჩანაწერი ან სააკაშვილ- მომღერალი გოგონასი, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ხალხი ყველაფერს ხედავს, ისმენს და სწორ დასკვნებსაც აკეთებს.” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბრიტანული გამოცემა The Independent: მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება,...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებისთვის ემზადება, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოლოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...