მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არშაკ კარაპეტიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, კარაპეტიანი ოფიციალური ერევნის თხოვნის საფუძველზე დააკავეს. სომხეთში მას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

უახლოეს მომავალში მისი სომხეთში ექსტრადირების საკითხს განიხილავენ.

არშაკ კარაპეტიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა. რამდენიმე თვიანი მინისტრობის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი...

როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება. როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით...