ლიეტუვის პრეზიდენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ გინტაუტას პალუცკასის ხელმძღვანელობით დაამტკიცა. ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ნაუსედას მრჩეველი კიასტუტის ბუდრისმა ჩაიბარა. თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე იქნება.

ლიეტუვაში ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ გაიმარჯვა. მას სეიმში 52 მანდატი ერგო. „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა და 86 მანდატიანი საპარლამენტო უმრავლესობა შექმნა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე...