სადღობელაშვილი: გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ირონიულია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აკრიტიკებს ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სახელმწიფოს წინაშე ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება დაუგროვდა.
სადღობელაშვილის თქმით, ივანიშვილი წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, აფინანსებდა ისტორიული ძეგლების აღდგენასა და სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტს.

„ნოდარ დუმბაძემ თქვა “ ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე „იოლია“ ძალიან ცხოვრება-ო…”
ამ შემთხვევაში გვარამიას “იოლ” ცხოვრებას ვერ ვპირდები”თ”, მაგრამ საზოგადოებას მინდა გავახსენო ამ ეგოცენტრისტის წარსული!
ეს ადამიანი როგორ ბედავს და ლექციებს როგორ გვიკითხავს? ან რატომ ვაძლევთ ამის საშუალებას?! ეს ქათამი რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი საგადასახადო დავალიანება (ათეულობით მილიონი ლარი) დააგროვა და ბიუჯეტში კუთვნილი ფული არ შეიტანა. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ასობით ათასობით ლარის-დოლარის ხელფასსა და პრემიებს უწერდა იმ ფონზე, როდესაც კომპანია ბიუჯეტის დავალიანებას ზრდიდა… და ახლა აი ეს ბიუჯეტის წურბელა თითს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერს? ადამიანზე რომელმაც არა თუ გადასახადი არ გადაიხადა, საკუთარი თავის, ოჯახის და თუნდაც ქონების უსაფრთხოება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და ქვეყანა სააკაშვილ – გვარამიებისგან იხსნა!

– ბიძინა ივანიშვილი იხდიდა და იხდის ყველა კუთვნილ გადასახადს პირნათლად! მეტიც როდესაც სახელმწიფოს რესურსი არ ჰყოფნიდა, სწორედ პირადი რესურსებით და საკუთარი ჯიბიდან ეხმარებოდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ასობით აღდგენილი ისტორიული და კულტურული ძეგლი, ინფრასტრუქტურული პროექტები, პარკები, უნივერსიტეტები და საავადმყოფოები!

-ეს არ არის „საარჩევნო კამპანია“, ეს არის ათწლეულების განმავლობაში გაღებული უშურველი ქველმოქმედება საკუთარი ქვეყნისთვის, საიდანაც მას მოგება არასდროს მოუთხოვია.

– საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! ჩვენ კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის!“ – წერს სადღობელაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი,...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი არგუმენტებით კუთხეში მოქცეული „კოლექტიური ნაცმოძრაობა“...