გიორგი ვოლსკი: აწ უკვე პატრიარქ შიოს გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, წარსული და აწმყო, რომლითაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გაკვალა ილია მეორემ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბარი წარსულ დროში ძალიან რთულია. ეს სერიოზული თამასაა და როგორც თვითონ აღნიშნა ეს პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმე ჯვარია, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, აწ უკვე პატრიარქ შიოს გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, წარსული და აწმყო, რომლითაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გაკვალა ილია მეორემ.

„მივულოცავ მასაც და მთელს ქართულ საზოგადოებას, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, რომ ეკლესიის სათავეში მოვიდა ადამიანი, ვინც თავის დროზე გამოარჩია ილია მეორემ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ყველას, რომ სწორედ ეს იქნება ჩვენი გარკვეული ვალის მოხდა პატრიარქ ილია მეორის მიმართ, რომ გვიყვარდეს და მხარში ამოვუდგეთ ეკლესიას“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით აირჩიეს.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში...

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა. ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით...