გია აბაშიძე: სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა – ეს აჩვენებს, თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული “ენჯეოები”

შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ეს ე.წ. “ენჯეოები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობოების უცხოელმა სპონსორებმა უნდა იცოდნენ, რომ ფსონს აუტსაიდერებზე დებენ, რომლებსაც, საქართველოს აყირავება არასდროს გამოუვათ.

“შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ეს ე.წ. ‘ენჯეოები’. მათმა უცხოელმა სპონსორებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რა ტიპის უხეირო აუტსაიდერებზე დებენ ფსონს.
საქართველოს აყირავება ამ უსამშობლოებს რომ არასდროს გამოუვათ, დიდი ხანია ვიცით.
სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა.” – წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კონსტანტინე გამსახურდია: დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის...

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრამდე, მეგის ქარდავას ზინდერებმა სასტიკად დაარბიეს უკვე დასრულებული...