გიორგი გამსახურდია: ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ – სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სინანულში მყოფების როლი, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, კოჰაბიტაციის დამკვეთების დავალების შესაბამისად ითამაშეს. თუმცა, როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ახლა ყველასთვის ნათელია, რომ ისინი არაფერს ნანობენ, მეტიც, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უარესად უნდა მოქცეულიყვნენ.

“ნუ ასეთი იყო კოჰაბიტაციის დამკვეთების დავალება და ითამაშეს სინანულში მყოფის როლი.

ახლა ხომ ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს, ნანობენ კი არა, გიჟი გამოდის და უარესი უნდა გვექნაო იძახის დუჟმორეული.

კიდევ ხაზს ვუსვავ, წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, ესენი რას მოიმოქმედებდნენ კიდევ?

ეჭვი კიდევ გეპარებათ ვინმეს? თუ ვინმეს გეპარებათ, მე ნუ მომისმენთ, მოუსმინეთ მაგ გიჟის დღევანდელ გამოსვლებს და ნახავთ,” – წერს გიორგი გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კონსტანტინე გამსახურდია: დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის...

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრამდე, მეგის ქარდავას ზინდერებმა სასტიკად დაარბიეს უკვე დასრულებული...