ტელეფონისა და ბარათის გარეშე: როგორ გადაიხდიან თიბისის მომხმარებლები ხელის გულით

**თიბისის მომხმარებლებს ხელის გულით გადახდა შეუძლიათ**

თიბისის მომხმარებლებს პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენისას ანგარიშსწორება ხელის გულით შეუძლიათ. ეს გადახდის ალტერნატიული მეთოდია, რომლის გამოსაყენებლად ტელეფონი ან საბანკო ბარათი საჭირო არ არის — გადახდა შესაბამის ტერმინალზე ხელის გულის დაფიქსირებით სრულდება.

მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა მიაკითხოს იმ ობიექტს, სადაც ხელის გულის რეგისტრაციის ტერმინალია განთავსებული. ადგილზე უნდა მოითხოვოს ხელის გულით გადახდა და მიჰყვეს რეგისტრაციის ინსტრუქციას. ხელის გულის დისტანციურად რეგისტრაცია შეუძლებელია.

ხელის გულთან შესაძლებელია მიმდინარე ან სადებეტო ბარათის ანგარიშის დაკავშირება. ერთ ხელის გულზე მხოლოდ ერთი ანგარიშის დამატებაა შესაძლებელი, თუმცა მომხმარებელს ორივე ხელის გულის რეგისტრაცია შეუძლია — ერთზე ან სხვადასხვა ანგარიშზე. რეგისტრაცია და გადახდა უფასოა.

მომხმარებელს ხელის გულზე მიბმული ანგარიშის შეცვლა ან რეგისტრირებული ხელის გულის წაშლა მობაილ ბანკიდან შეუძლია. ამისთვის უნდა შევიდეს შესაბამისი ბარათის ან ანგარიშის გვერდზე და ხელის გულის მართვის განყოფილება მოძებნოს.

ხელის გულით გადახდა მხოლოდ ლარშია შესაძლებელი, ხოლო ერთჯერადი გადახდის მაქსიმალური თანხა 1 500 ლარია.

ტრანზაქციის გასაუქმებლად მომხმარებელმა უნდა მიმართოს იმ ობიექტს, სადაც შეძენა განახორციელა. თანხის დაბრუნებისთვის საჭიროა გადახდის კოდი, რომელიც ტრანზაქციის შესრულებისას SMS-ით იგზავნება ან მობაილ ბანკში, ტრანზაქციის დეტალებში ჩანს. კოდთან ერთად სკანერზე უნდა დაფიქსირდეს ისავე ხელის გული, რომლითაც გადახდა შესრულდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე არჩილ გორდულაძე “რადიო თავისუფლებასთან” აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, დაიცვას...