გია აბაშიძე: სამი არხი გაერთიანდა, რადიკალური ოპოზიციის სრული სპექტრი შეიკრიბა თავისი მომხრე “სამოქალაქო საზოგადოებით” და ამ ფონზე “მთავარი არხი” მაინც მეოთხე ადგილზე გავიდა

სამი არხი გაერთიანდა, რადიკალური ოპოზიციის სრული სპექტრი შეიკრიბა გაერთიანებულ ეთერში თავისი მომხრე “სამოქალაქო საზოგადოებით” და ამ ფონზე “მთავარი არხი” მაინც მეოთხე ადგილზე გავიდა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. გია აბაშიძის თქმით, სატელევიზო რეიტინგების მიხედვით, 16 თებერვალს სამი ოპოზიციური ტელეკომპანიის გაერთიანებული ეთერის მიუხედავად, „მთავარმა არხმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა, „ტვ პირველმა“ მე-8, ხოლო, „ფორმულამ“ – მე-10. „სამი არხი გაერთიანდა, რადიკალური ოპოზიციის სრული სპექტრი შეიკრიბა გაერთიანებულ ეთერში თავისი მომხრე “სამოქალაქო საზოგადოებით” და ამ ფონზე “მთავარი არხი” მაინც მეოთხე ადგილზე გავიდა, რომელსაც “პოსტივიმ” კვლავ დამაჯერებლად გაუსწრო. რაც შეეხება “ტვ1”-ს და “ფორმულას”, ისინი მე-8 და მე-10 ადგილებს ინაწილებენ. “ტვ1”-ს უსწრებს “მარაო”, GDS და “კომედი ტვ”, ხოლო “ფორმულას” “ალტინფოც” კი.“ – წერს აბაშიძე.
Open photo

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამარ ჩიბურდანიძე: ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ –...

პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე Euronews- ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს მედიასთან აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის...