პროკურატურა კახა კალაძის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე – დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ შესულ საჩივარზე “დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, გამოძიება არ დაიწყება”.

საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი კომენტარი “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა, რითაც პროკურატურაში შესულ საჩივართან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. საქმე კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას ეხება, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ...

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველაზე რბილი შეფასება იქნება რომ ვთქვათ, ასეთი უზუსტობების დაშვება იმიტომ, რომ ნათლად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდეს პოლიტიკური...