იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი ხელმძღვანელი რამაზ თათარაშვილი სამსახურის თანამშრომლებს წარუდგინა.

პაატა სალიამ რამაზ თათარაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს, ძირითადად, მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

რამაზ თათარაშვილი პოლიციის პოლკოვნიკია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ...

ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცარიელი სიტყვებით სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი,...