ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ან მიუკერძოებელ ანგარიშს იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში ფაქტობრივად არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ევროკომისიას პროგრესის ანგარიში გამოეცა ისე, რომ არ ჰქონოდა არანაირი კონტაქტი და ურთიერთობა იმ ქვეყნის სახელმწიფო უწყებებთან და სამინისტროებთან, რომლებიც ვალდებული არიან, რომ ის რეფორმები გაატარონ, რაც ევროკავშირის წევრობას მოითხოვს“.

სამხარაძის თქმით, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა“. ამასთან, ცალკე აღნიშნავს ანგარიშიდან ჩანაწერს, სადაც ნათქვამია, რომ თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არღვევს კონსტიტუციას. სამხარაძის განმარტებით, დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, თარიღდება 2024 წლის ივნისით.

„შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ანგარიშს ვერ მივიღებთ, როგორც რეალისტურ ანგარიშს, ან მიუკერძოებელ ანგარიშს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს კონკრეტულმა სამინისტროებმა და უწყებებმა იმისთვის, რომ დაახლოებოდნენ ევროკავშირს. უბრალოდ იმიტომ, რომ მათ კონტაქტი არ ჰქონდათ. ასევე აღმაშფოთებელია, პირდაპირ ვიტყვი, ის, რაც ჩაიწერა ანგარიშის ნაწილში, რომ თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არღვევს კონსტიტუციას. მე არ ვიცი რა მოტივაცია აქვთ მათ და რატომ ფიქრობენ, რომ ჩვენ ან ბრმები ვართ, ან ისტორია არ ვიცით, ან ფაქტების გადამოწმება არ შეგვიძლია. ყველამ კარგად იცის და თუ ვინმემ არ იცის, მინდა ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ევროკავშირმა 2024 წლის ივნისში შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. და საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო 2024 წლის ნოემბერში. იმ განცხადების შინაარსში ახლა არ შევალ, იმიტომ, რომ იქ საერთოდ სხვა რამე იყო ნათქვამი, მაგრამ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირმა შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, თარიღდება 2024 წლის ივნისით. და 2024 წლის ივნისში არაფერი ის, რაზეც ახლა წუხილებს გამოთქვამენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, არც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დემონსტრაციები, არც ეგრეთ წოდებული „რეპრესიული“ კანონმდებლობა, არც „თვითნებურად“ დაკავებული ადამიანები 2024 წლის ივნისში არ არსებობდნენ. 2024 წლის ივნისში არსებობდა ერთადერთი რამ, ეს იყო „გამჭვირვალობის კანონი“, რომლის მსგავსი კანონიც დღეს ევროპის უდიდეს და უმრავლეს სახელმწიფოებში მოქმედებს და მათი წევრების უდიდესმა უმრავლესობამ გაამკაცრა კანონები საგარეო ჩარევასთან დაკავშირებით და საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ევროპაში, კანადიდან იაპონიის ჩათვლით ყველა ფიქრობს ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას“,-განაცხადა სამხარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, ოღონდ...

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველაზე რბილი შეფასება იქნება რომ ვთქვათ, ასეთი უზუსტობების დაშვება იმიტომ, რომ ნათლად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდეს პოლიტიკური...