გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 16 დეკემბერს ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში, სავარაუდოდ, 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, დაიშალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს: კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ...

კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურას რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი...