გერმანიის პრეზიდენტი: გარე ჩარევა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გარე ჩარევა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„გარე ჩარევა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს, იქნება ის ფარული, როგორც ეს ახლახან გამართულ რუმინეთის არჩევნებზე მოხდა, თუ ღია, როგორც ეს ინტენსიურად ხდება პლატფორმა X-ზე“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგის დათხოვნასთან დაკავშირებული სიტყვით გამოსვლის დროს.

პრეზიდენტმა გერმანიის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა წინასაარჩევნო კამპანია სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართონ.

ცნობისთვის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს ბუნდესტაგი დაითხოვა და 2025 წლის 23 თებერვალს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც „სოციალ-დემოკრატები“, „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ შედიოდნენ, დაიშალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი წითლიძეს: კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ...

კი არ აფეთქდა, ააფეთქეთ! დიახ თქვენ ააფეთქეთ! დაგეგმეთ და ააფეთქეთ! იურას რომ ემხილეთ არ გინდოდათ და მოკალით, მოკალით ისე როგორც მოკალით ათასობით! ეს თქვენი...