Euractiv: ევროკავშირში შიშობენ, რომ ტრამპი უკრაინის საკითხზე პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს

ევროკავშირში შიშობენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერების გარეშე გამართავს. სტატიას ამ შინაარსით Euractiv-ი ავრცელებს.

Euractiv-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ევროპელები ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან აუცილებლად იქნებიან.

უფრო მეტიც, სტატიის ცნობით, თავად უკრაინელი მაღალჩინოსნებიც აქტიურად უჭერენ მხარს ტრამპის როლს პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში და თავს იკავებენ მისი კომენტარების გაკრიტიკებისგან, რადგან არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან არც უკრაინელები აღმოჩნდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...