ენტონი ბლინკენი – ვულოცავთ ესტონელ ხალხს და მთავრობას ერთნაირსქესიანთა ოჯახების აღიარებას, აშშ ამაყობს, რომ თქვენთან ერთად მხარს უჭერს ლგბტქი+ საზოგადოებას ყველგან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ესტონელ ხალხს და მთავრობას ქორწინების თანასწორობის შესახებ კანონისა და ერთნაირსქესიანთა ოჯახების აღიარებას ულოცავს.

„ეს არის ისტორიული მომენტი. აშშ ამაყობს იმით, რომ თქვენთან ერთად მხარს უჭერს ლგბტქი+ საზოგადოებას ყველგან“, – წერს ბლინკენი.

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა. 2024 წლის პირველი იანვრიდან მსგავსი სქესის მქონე ადამიანებს დაქორწინება შეეძლებათ.

სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...