დონალდ ტრამპი: პუტინი უკრაინას კვირამდე არ ბომბავდა. მან სიტყვა შეასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა შეასრულა მიცემული პირობა, რომ კვირამდე, 1 თებერვლამდე უკრაინას არ დაბომბავდა.

„პაუზა იყო კვირიდან კვირამდე. ის დასრულდა და პუტინმა ისინი [უკრაინა] მძიმედ დაბომბა. პუტინმა სიტყვა შეასრულა. ერთი კვირა ძალიან ბევრია. ჩვენ ნებისმიერ ვარიანტს მივიღებთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პუტინს სთხოვა 1 თებერვლამდე უკრაინაში ცივი ამინდების გამო ქალაქები არ დაებომბა. კრემლის ლიდერმა თხოვნა გაითვალისწინა, თუმცა გუშინ რუსეთმა უკრაინის ქალაქების დაბომბვა განაახლა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პარლამენტი დღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი დღეს ორი კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს. ორგანული კანონის პროექტით, იცვლება არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის...