აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ევროკომისიას 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ ცენზურაში ადანაშაულებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროკომისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში ცენზურის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

მათი შეფასებით, ევროკომისიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად გამოიყენა პოლიტიკური ბერკეტები სოციალური მედიის პლატფორმებზე ზეწოლისთვის, რასაც მათი თქმით, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მოჰყვა. განცხადებაში ასევე, საუბარია სხვადასხვა ქვეყნებში საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე.

„შეჯამების სახით: თავისი ყოვლისმომცველი 10-წლიანი ცენზურის კამპანიის ფარგლებში, ევროკომისიამ — წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ უტყუარი ინფორმაციის ცენზურა ამერიკის შეერთებულ შტატებში
— მიზანში ამოიღო აშშ-ის პოლიტიკური შინაარსის კონტენტი ცენზურისთვის;
— და ჩაერია ევროპის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებში“- წერია განცხადებაში.

https://x.com/judiciarygop/status/2018683797630276083?s=46&t=2n6450-rN_L9bkkExyI1Iw

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის...

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჰან ჭენგის, სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ჩვეულებრივი დიპლომატიური ღონისძიება არ არის - მით უმეტეს, ბრიუსელიდან ქვეყნისთვის მავნებელი, უსარგებლო, სახიფათო და...