პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ალფა” ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება დღის და ღამის პირობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დასკვნით ფაზაში “ალფა” ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონმა და საინჟინრო ოცეულმა.

გეგმიური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთი აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება

საფრანგეთი აქციების ახალი ტალღისთვის ემზადება. მოსწავლეთა ორგანიზაცია „ლელისეანი” დღეიდან საშუალო სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოვიდა. მანამდე მოსწავლეთა პროფკავშირმა, „იუ-ეს-ელმა“ და სტუდენტურმა გაერთიანებამ ახალგაზრდებს 3 ნოემბერს...