პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ალფა” ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება დღის და ღამის პირობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დასკვნით ფაზაში “ალფა” ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონმა და საინჟინრო ოცეულმა.

გეგმიური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დღეს წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012...