ყალბი რუსოფობიის ამბავი – გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს და მეტი სიმძაფრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელს იშველიებს.
„ქრონიკამ“ ინფორმაცია გადაამოწმა, ჟურნალისტური ექსპერიმენტით დადგინდა, რომ უშიკიშვილმა საზოგადოება მოატყუა.
„ქრონიკის“ ჟურნალისტები სასტუმროს ჯერ როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ისე დაუკავშირდნენ, რუსების მიღებაზე უარი არ თქვეს, შემდეგ სტუმრების რანგში კახეთში ჩავიდნენ და უშიკიშვილის სასტუმროში მყოფი რუსეთის მოქალაქეები გადაიღეს. ადგილზე იყო თავად მომღერალიც. საბოლოოდ კი სასტუმროს ადმინისტრაციამაც დაადასტურა, რომ ხშირად ჰყავთ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები.
„ქრონიკა“ დაუკავშირდა გიორგი უშიკიშვილს, მისი მტკიცებით, სასტუმროს ადმინისტრაცია რუსი ტურისტების ვიზიტზე არ დათანხმდებოდა, შემდეგ კი თქვა, რომ უშიკიშვილი უარს მხოლოდ რუსების მიერ ქორწილებისა და დაბადების დღის აღნიშვნაზე ამბობს.









