პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების – ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება და უსამშობლოობის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.
კერძოდ, სამადაშვილმა თქვა, რომ საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის. გვარამიამ კი, აფხაზეთის ომის შესახებ საუბრისას, განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, ვინაიდან, მან ამოიღო შტამპიდან არარატი, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დასათბობად და ასევე, ჩააბარა ყარაბაღი. მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უმოკლეს დროში შეძლო ისტორიული ტავმების დამარცხება, რაც სომხეთს მეტ ფულს და ევროკავშირისკენ სვლის პერსპექტივას მოუტანს.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უსამშობლოთა გაერთიანებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული საფუძველი. ნიკა გვარამიას ეს განცხადებაც უსამშობლოობის კლასიკური მაგალითია.
როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო? ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას, პატრონები ცდილობენ გატესტონ ახალი ნარატივი, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები არის ჩვენთვის რაღაც ისეთი ტვირთი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია. ამის დასაწყისი არის ბარამიძის განცხადება, თითქოს ქართველები სჩადიოდნენ ომის დანაშაულებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მოღალატეობრივი განცხადება. შემდეგ ამ ყველაფერს აჰყვა მათი გაგრძელება, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახით. კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგოც წარსულში, ისე აწმყოში ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
ნიკა გვარამია აფხაზეთის დათმობას ემხრობა: ფაშინიანით მე მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ რაც გააკეთა, ეს არის ტრავმების დამარცხება – რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ









