ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან

რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, რესურსების მობილიზება და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი და მდგრადი დაცვის უზრუნველსაყოფად.

„2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში გლობალურად აღებული ვალდებულებების კონკრეტულ და გრძელვადიან მიღწევებად გარდაქმნა. ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნების მისაღწევად და ახალი იმპულსი მივცეთ მათ განხორციელებას. საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე...

საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს ერთი მხრივ, შეიძლება, საქართველოს მხრიდან ამბიციური განაცხადია, მეორე მხრივ საქართველო უკვე ათწლეულებია, არის...