გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი იუთუბერების მიერ ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვაზე: ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ, სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან – ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში

ლეიკემიით დაავადებულთა შესახებ იუთუბერების დაცინვის ვიდეოს, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი, ელზა ფარცვანია ეხმიანება და წერს, რომ ამ „სკეტჩში“ მონაწილეებმა, ყველა ონკოპაციენტის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადონ.

ფარცვანიას განცხადებით, მისი 13 წლის გოგონა თმის გარეშე გარდაიცვალა და ამ თემაზე ხუმრობა თუ დაცინვა დასაგმობია, ხოლო თავად ხუმრობის ავტორების ადამიანობა სამარცხვინოა.

„ვინ ხართ? საიდან მოხვედით? აზრზე ხართ საერთოდ ამ ცხოვრების? ვგმობ მსგავს „ხუმრობას“ თუ „დაცინვას“. ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ, სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი ანგელოზი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან, ეს მათხოჯები კი ხუმრობენ. ჩემი შვილის და ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში. თუმცა, მჯერა, რომ არც ხუმრობის ფასი იცით და არც ბოდიშის ფასი გეცოდინებათ სამწუხაროდ“, – წერს გარდაცვლილი გოგონას მშობელი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ,...

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა - ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი...