ჩვენი შეიარაღებული ძალები – თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სპეციალური დანიშნულების ძალების ყველა დანარჩენი ქვედანაყოფი მოყვანილია მობილიზაციის ნომერ პირველ მდგომარეობაში, – როგორც Report იუწყება, ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ეს ძალები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად. ალიევმა მომხდარს ირანის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის უმადურობის დიდი მაგალითი.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.









