5 მარტი, ხუთშაბათი, 2026
5 მარტი, ხუთშაბათი, 2026

კაია კალასი საქართველოში დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ამ კანონების მიღება აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სწორი მიმართულებით არ მიდის

ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა „ევროსკოპს“ განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას გუშინ, საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შესახებ, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა, და აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, სწორი მიმართულებით არ მიდის“, – აღნიშნა კალასმა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტმა გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა – დამტკიცებული ცვლილებები მათ შორის ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები