ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ გასულ წელს გაფორმებულ შეთანხმებას დაიცავს.
აღნიშნული განცხადება კალასმა აშშ-სა და ესპანეთს შორის სავაჭრო კონფლიქტის კომენტირებისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ გუშინწინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობას შეაჩერებს მას შემდეგ, რაც მადრიდმა აშშ-ს უფლება არ მისცა ესპანეთის ტერიტორია ირანის დაბომბვისთვის გამოეყენებინა.
როგორც კალასმა აღნიშნა, სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან მთლიანი ბლოკის ფარგლებში რეგულირდება და არა ცალკეული ქვეყნების მიერ.
„ვაჭრობა – ეს ევროპული კომპეტენციაა. ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომელსაც ხელი ივნისში მოეწერა, ამრიგად, იმედი გვაქვს, რომ შეერთებული შტატები დაიცავს ამ შეთანხმებას, რომელიც ყველა წევრ სახელმწიფოზე ვრცელდება“, – განაცხადა კალასმა.









