5 მარტი, ხუთშაბათი, 2026
5 მარტი, ხუთშაბათი, 2026

Politico: აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა პენტაგონს სთხოვს, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერა მინიმუმ 100 დღით უზრუნველყოს

გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა პენტაგონს სთხოვს, რომ ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერა მინიმუმ 100 დღით უზრუნველყოს.

გამოცემის ცნობით, ცენტრალურმა სარდლობამ პენტაგონს თხოვნით მიმართა, რათა ირანში წარმოებული სამხედრო კამპანიის მხარდასაჭერად ფლორიდის შტატში მდებარე ოფისში სამხედრო დაზვერვის მეტი ოფიცერი მიავლინოს მინიმუმ 100 დღით, ან სექტემბრამდე.

Politico იუწყება, რომ ეს არის ადმინისტრაციის პირველი ასეთი თხოვნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ომი ირანში გახანგრძლივდება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საუბრობდა, რომ სამხედრო კამპანია ოთხ კვირას გასტანდა.

როგორც გამოცემა წერს, როგორც წესი, ქვეყანა რესურსების მობილიზებას სამხედრო კამპანიის დაწყებამდე ახდენს. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული ირანთან ომის სავარაუდო შედეგები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები