5 მარტი, ხუთშაბათი, 2026
5 მარტი, ხუთშაბათი, 2026

ერ-რიადიდან თბილისში სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქე: მშვიდობიანად ჩამოვედით და ძალიან დიდი მადლობა მთელ მთავრობას

ერ-რიადიდან სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე საქართველოში დაბრუნების პროცესზე საუბრობს და მთავრობას მადლობას უხდის.

„ძალიან რთული გზა გავიარეთ. 25 საათი გზაში ვიყავით, დილის 6 საათზე გამოვედით დოჰადან. საელჩო გვეკონტაქტებოდა, ელჩი იყო მოსული სასტუმროში, პირადად გვესაუბრა. მშვიდობიანად ჩამოვედით და ძალიან დიდი მადლობა მთელ მთავრობას“, – განაცხადა თბილისში დაბრუნებულმა თინა გამყრელიძემ.

ერ-რიადიდან თბილისში სოეციალური ავიარეისი ცოტა ხსნის წინ შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები