უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, მან დღეს დილით კონტრტერორისტული საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში შეხვედრა ჩაატარა და შესაბამისი მითითებები გასცა.
„დილა დავიწყეთ კონტრტერორისტული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრით, რადგან ომს ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი გავლენა აქვს უნგრეთის უსაფრთხოებაზე. მოვიწვიე უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც კონტრტერორიზმზე პასუხისმგებელნი არიან და მათ ოპერაციებს განგაშის მაღალი დონე მივანიჭე. ჩვენ ვიცით, რომ მასობრივი მიგრაციის შედეგად დასავლეთ ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან შეღწეულმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გამოაცხადეს, რომ ისინი ძლიერდებიან. ჩვენ მათ ვერ დაველოდებით. აღნიშნული ორგანიზაციები და ტერორისტული ქსელები, რომლებიც ევროპაში არიან წარმოდგენილნი, გააქტიურდებიან. ამ შემთხვევაში უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული იქნება“, – განაცხადა ორბანმა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ უნგრეთი გააძლიერებს უცხოელების შემოწმებას, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან.









