3 მარტი, სამშაბათი, 2026
3 მარტი, სამშაბათი, 2026

ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდება. ამ თემაზე მან გამოცემა Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ“, – თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ ორბანთან კონტაქტი არ აქვს, რადგან მას ეს არ სურს და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერი „არაფრად ღირს“.

„ორბანი ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც მას გავლენიანი პოლიტიკური ძალები აძლევენ ძალას, სხვაგვარად ის არაფრად ღირს. უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ ფლობს სამხედრო წონას“, – დააკონკრეტა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრჯერ უთქვამს ორბანისთვის, რომ ევროპას არ შეუძლია ენერგორესურსების რუსეთისგან ყიდვა, რადგან „პუტინი დაუყოვნებლივ გამოიყენებს ახალ ფინანსურ შემოსავლებს უკრაინის წინააღმდეგ იარაღის შესაძენად“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები