3 მარტი, სამშაბათი, 2026
3 მარტი, სამშაბათი, 2026

The Financial Times: ისრაელმა ხამენეის მკვლელობის დასაგეგმად თეირანში გარე მეთვალყურეობის კამერები გატეხა

ისრაელმა თეირანის ქუჩებში დამონტაჟებულ გარე მეთვალყურეობის კამერებზე კიბერთავდასხმა განახორციელა, რათა თვალყური ედევნებინა მაღალი რანგის ირანელი ჩინოვნიკების ყოველდღიური ცხოვრებისთვის და ოპერაცია „მგრგვინავი ლომი“ დაეგეგმა, რა დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ისრაელის დაზვერვამ ხამენეის და მისი უსაფრთხოების სამსახურის ყოველდღიური ცხოვრება, მათ შორის გადაადგილების მარშრუტები, მუშაობის საათები შეისწავლა. კამერების მეშვეობით მათ აგრეთვე დაადგინეს მაღალი თანამდებობის პირების ვინაობა, რომლებიც უზენაეს ლიდერთან ერთად გადაადგილდებოდნენ.

ისრაელმა ასევე გამოიყენა ხელოვნური ინტელექტი, რათა ხამენეისთან დაკავშირებით უზარმაზარი მასალა შეესწავლა.

გარდა ამისა, როგორც მედია წერს, აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა ხამენეის მკვლელობის დღეს ისრაელს მისი ზუსტი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ისრაელმა Sparrow-ის ტიპის რაკეტებით მიიტანა იერიში საცხოვრებელ კომპლექსზე იმ დროს, როცა იქ აიათოლა ალი ხამენეი იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, კომპლექსის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვეს, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე გადამცემი ანძები არ მუშაობდა, შესაბამისად, უზენაესი ლიდერის დაცვა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებას ვერ მიიღებდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები