ურსულა ფონ დერ ლაიენი – შემდგომი ესკალაციის რისკი რეალურია, სასწრაფოდ საჭიროა ირანში სანდო გარდამავალი პერიოდი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი ესკალაციის რეალური რისკი არსებობს.

„შემდგომი ესკალაციის რისკი რეალურია. სწორედ ამიტომ არის სასწრაფოდ საჭირო ირანში სანდო გარდამავალი პერიოდი. ისეთი, რომელიც აღადგენს სტაბილურობას და გზას გაუხსნის გრძელვადიან გადაწყვეტას. ეს უნდა ნიშნავდეს ირანის სამხედრო ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შეჩერებას და ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების დასრულებას. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა ასახავდეს და მხარს უჭერდეს ირანის მამაცი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

მისი ინფორმაციით, ესაუბრა კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანის, ასევე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს.

„განვიხილეთ ირანის მიერ ქვეყანაზე განხორციელებული უგუნური და განურჩეველი დარტყმების შედეგები“, – თქვა მან კატარის ემირთან საუბარზე კომენტირებისას.

მისი მტკიცებით, რეგიონში არსებული ღრმა არეულობის პირობებში, კატარს შეუძლია ძლიერ ევროპულ სოლიდარობას დაეყრდნოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე: როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რაც...