2 მარტი, ორშაბათი, 2026
2 მარტი, ორშაბათი, 2026

დონალდ ტრამპი ირანელ ხალხს – ისარგებლეთ მომენტით, იყავით გაბედულები და დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა – ამერიკა თქვენთანაა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანელ ხალხს მოუწოდებს, “დაიბრუნონ ქვეყანა”.

ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, რომ აშშ-ისრაელის დარტყმები ირანის წინააღმდეგ „სწორი“ და „აუცილებელია“ „სისხლისმსმელი ტერორისტული რეჟიმის“ გასანადგურებლად, რომელიც ბირთვული იარაღით არის შეიარაღებული.

„ეს აუტანელი მუქარა აღარ გაგრძელდება“, – დასძენს ტრამპი და მიმართავს ირანელებს, რომ ამერიკა მათთანაა.

„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, ისარგებლონ ამ მომენტით, გამოიჩინონ მამაცობა“, – აცხადებს ტრამპი და დასძენს:

„იყავით გაბედულები, იყავით გმირულები და დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები